5 აგვისტოდან ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 აგვისტომდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექი შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ცალკეულ რაიონში.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +31, +36 გრადუსია მოსალოდნელი.

5 აგვისტოდან ჰაერის ტემპერატურა, ქვეყნის მასშტაბით, 2-3 გრადუსით მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსი დაფიქსირდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share