თურქეთის პოპულარული საკურორტო ზონები ხალხისგან იცლება. ცეცხლი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ადგილობრივებს სტიქიის ზონის დატოვება საკუთარი ავტომანქანებითაც კი უჭირთ.
კვამლის სიმაღლემ 20 მეტრს მიაღწია. წლის ამ დროს, ტურისტებით სავსე ანტალია, მარმარისი და ბოდრუმი კატასტროფის ზონაშია მოქცეული.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 8 და დაშავდა ასობით ადამიანი. 5-დღიანი მძიმე სამუშაოების შედეგად, მეხანძრეებმა 10- ზე მეტი ცეცხლის კერის ლოკალიზება შეძლეს.
ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის. ეკოლოგები მასშტაბურ ხანძრებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
თურქეთის გარდა ხანძრებს ებრძვის საბერძნეთი და იტალია. ორივე ქვეყანაში ცეცხლი თავდაპირველად ტყეში გაჩნდა და შემდეგ კი ძლიერი ქარის შედეგად ზღვისპირა სოფლებისკენ გავრცელდა.