“პულსზე გვიჭირავს ხელი, აქედან გამომდინარე თავდაჯერებულები ვართ”

ყოველი არჩევნების წინ ქვეყნდება ხოლმე ასეთი კვლევები და ეს ხდება სპეკულაციების საფუძველი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზი მართლდება ხოლმე, წინა შემთხვევაშიც ასე მოხდა, საპარლამენტო არჩევნების დროს, მანამდეც ასე ხდებოდა. ამასობაში, რეალურად ქართულმა ოცნებამ მოიგო 6 სხვადასხვა მსხვილი არჩევნები. ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგად ვიცით, რა არის დღევანდელი მდგომარეობა, ჩვენ გვაქვს ამაზე ინფორმაცია – პულსზე ხელი გვიჭირავს. აქედან გამომდინარე, აქაც ვართ თავდაჯერებულები.
IPN-ს ცნობით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება სოციოლოგიურ გამოკითხვას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share