ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების”გასვლას უკვე მოჰყვა ევროპელი პარტნიორების რეაგირება – “მთავარი რხის” ინფორმაციით, ლატვიამ და ესტონეთმა გააუქმეს პრემიერ ღარიბაშვილის ვიზიტები. შეხვედრები 8 და 9 აგვისტოს იყო დაგეგმილი.
ოპოზიციის შეფასებით, ეს არ არის გასაკვირი, დარწმუნებული არიან, მას მოჰყვება მსგავსი ქმედებები უკვე სხვა პარტნიორებისგან და არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო ეტაპი უკვე სანქციები იყოს. მათი აზრით, მმართველმა გუნდა გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს და ეს არ დარჩება საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების მიღმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ რაც არ უნდა იძახოს უმრავლესობამ დოკუმენტის ანულირების შესახებ ეს აბსურდია, რადგან მსგავსი ხელშეკრებულებები არ უქმდება, რადგან მისი გარანტორები საერთაშორისო პარტნიორები არიან.
ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.