“კვლევა მიანიშნებს, რომ სწორედ ჩვენი პარტია ჩაანაცვლებს ხელისუფლებას” – კახაბერ ქემოკლიძე

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ ქემოკლიძე მიიჩნევს, რომ კვლევა გახარიას გუნდის სიძლიერეზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ქემოკლიძის თქმით, მცირდება როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციური პარტიების რეიტინგი.

კვლევამ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი მცირდება, ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არათუ იზრდება, არამედ მცირდება. ერთადერთი პარტიაა “საქართველოსთვის”, რომლის რეიტინგი იზრდება და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სწორედ ეს პარტია იქნება, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას”, – ამბობს კახა ქემოკლიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ IRI-მ პოლიტიკური რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გიორგი გახარიას მაღალი რეიტინგი აქვს.ყოფილი პრემიერი  გამოკითხულთა 56%-ს ძალიან მოსწონს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share