გამყრელიძე: წელს [კორონავირუსით] გარდაცვლილთა რაოდენობა 99.7% აუცრელია

გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, ეს არის 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. ათას აცრილ ადამიანებში ვისაც კოვიდი დაემართება, შეიძლება, 1 დაიღუპოს, მაშინ, როდესაც 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც კოვიდი დაემართება, ალბათობა დაღუპვისა არის 15. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდება – აცრები ერთერთი მთავარია, რაც დღეს ჩვენ მოსახლეობას დაიცავს. დღეს 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული – ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი

განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share