საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ გუშინ ცესკოზე “თავდასხმა” იმიტომ მოაწყო, რომ სავარაუდოდ, ბიულეტენების განადგურება სურდა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“გუშინ რატომ მოაწყვეს ცესკოზე თავდასხმა? სავარაუდოდ, მათ სურდათ ბიულეტენების განადგურება, რომ არჩევნების ყველანაირი შემდგომი განვითარება შეეწყვიტათ და ეთქვათ, რომ ბიულეტენები აღარ არსებობს და დამთავრდა, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ქვეყანამ. ეს არის მათი უპასუხსიმგებლო დამოკიდებულება”, — განაცხადა თალაკვაძემ.