უცნობი: ოღონდ ისევ მოხვიდეთ ხელისუფლებაში და თუ გინდა საერთოდ მთელი ხალხი წყალს წაუღია

“ოღონდ ისევ დაბრუნდეთ ძველ სიტუაციაში, ისევ მოხვიდეთ ხელისუფლებაში და თუ გინდა საერთოდ მთელი ხალხი წყალს წაუღია. ყველაზე უფრო მაღელვებს, რომ არიან ადამიანები ვინც ამ ტრენდს მიყვებიან – საქართველო ისეთი ქვეყანაა, სადაც ტურისტებს ვერ უვლიან. მილიონი რაღაც აქვს ხელისუფლებას საკრიტიკო. ყველაფერს აუფასურებთ თქვენი ამ გამოხტომებით. დაწყებული ნეპოტიზმით, დამთავრებული პარტიული “ობშიაკით” შეგროვებით და რა ვიცი… მაგრამ ყურით მოთრეული რაღაცების გამო, ყველაფრის კრიტიკა ფასს კარგავს. გასაგებია, რომ უბედური შემთხვევა მოხდა [ავსტრალიელი ქალის მკვლელობა თბილისში], მაგრამ ამაზე ხელების მოთბობა და მერე ამის 5 ივლისზე მიწებება… ნამუსი არ გაგაჩნიათ ვინც ამას აკეთებთ?”

განაცხადა გადაცემაში უცნობის კიდობანი ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: