პედაგოგი, რომელმაც ფეისბუკ პოსტით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს შეურაცხმყოფელი ტექსტით მიმართა ბოდიშს იხდის:
„ეს პირველ რიგში ვაკადრე ჩემს თავს. მე ესე არ უნდა მიმემმართა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჰყავს მეგობრები და იმ მეგობრებსაც ეტკინებოდა გული, როგორც მე მეტკიკნა გული“-საუბრობს ქინქლაძე.
საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, სადაც ავსტრალიერი მასწავლებლის მკვლელობის გამო, ლადო აფხაზავა წუხილს გამოთქვამდა. მან ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
„გვაპატიე მასწავლებელო, რომ ვერ დაგიცავით, გვაპატიე, რომ იმ ქვეყანაში მოხვდი, რომელშიც უკვე არავინ არის დაცული”, -ამ სიტყვების გამო, ლელა ქინქლაძემ ლადო აფხაზავას “გაუნათლებელი და დატრენინგებული ენჯეოშნიკი” უწოდა. რის შემდეგაც კოლეგებმა აფხაზავას სოლიდარობა გამოუცხადეს და მეორე სკოლის მასწავლებლის ქმედება საჯაროდ დაგმეს.
ფორმულასთან საუბარში, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი ამბობს, რომ ყველაფერს ნანობს და სინამდვილეში მისი სურვილი, ვინმესთვის ზიანის მიყენება არ ყოფილა. შეურცხმყოფელი პოსტი “ფეისბუქ” გვერდიდან მასწავლებელმა მალევე წაშალა.
-„ეს პირველ რიგში ვაკადრე ჩემს თავს. მე ესე არ უნდა მიმემმართა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჰყავს მეგობრები და იმ მეგობრებსაც ეტკინებოდა გული, როგორც მე მეტკიკნა გული“-ამბობს ლელა ქინქლაძე, ოზურგეთის მეორე სკოლის პედაგოგი.
-ლადო აფხაზავა – “ქალბატონიდან ძალიან უხერხული, პედაგოგის პროფესიასთან შეუსაბამო ტესტები, როდესაც მოდის, ძალიან ცუდია და ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ათავსებ მოსწავლეების დასანახად. როდესაც კოლეგა, მართალც აეთ ბინძურ ტალახს გესვრის, პატარა აუცილებლად დაუწერო უნდა და გასცე პასუხი”.