“გახარია უკონტაქტო სპორტის მიმდევარია…”- გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

“გახარიას წარმატებას ორი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, რომელიც კვლევებშიც კარგად ჩანს:

1. მოთხოვნა ორი პოლუსის მიღმა არჩევანზე მწვავედ დეფიციტურია (IRI – 61%). სხვა პარტიები ვერ ახერხებენ დისტანცირებას პოლუსებიდან. მიუხედავად მცდელობისა, ულტრა-კონსერვატორები ოცნების, ხოლო ლიბერალები ნაც.მოძრაობის ორბიტაზე რჩებიან.

2. გახარია არ ადის ქართული პოლიტიკის ტატამზე. მას მუდმივად სთავაზობენ ტრადიციულ ქართული ჭიდაობას, ის კი უკონტაქტო სპორტის მიმდევარია, რაც მოსწონს მუდმივი სტრესით გადაღლილ ამომრჩეველს. განსაკუთრებით იმათ, ვინც მის მიზნობრივ სეგმენტს წარმოადგენს და ძირითადად ოცნების მსხვერპლი ხდებოდა არჩევნებზე “ანტი-მიშა” ნეგატიური ტექნოლოგიური მატრიცის ფორმირების მეშვეობით.”

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share