ღარიბაშვილი: სუს-ი ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს

სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. ეს მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაციაა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ. რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო

განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პირველ აგვისტოს მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ გადაცემაში თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები მოიპოვა, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share