,,კვამლში ვართ გახვეული… ხალხს კარდაკარ ეძებენ” – საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები განსაცდელში არიან (ფოტოები)

სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძარს ებ­რძვი­ან. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა სახ­ლე­ბი ათე­ნის ჩრდი­ლო­ე­თით, რად­გან ტყის ხან­ძარ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებს მი­აღ­წია.

მე­დი­ის ცნო­ბით, ცე­ცხლმა ათე­ნის თავ­ზე კვამ­ლის უზარ­მა­ზა­რი ღრუ­ბე­ლი შექ­მნა.

ტყის ხან­ძრე­ბი ასე­ვე მძვინ­ვა­რებს სა­ბერ­ძნე­თის სხვა ნა­წი­ლებ­ში, რაის გა­მოც ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

აბერძნეთში მცხოვრებთა თქმით, ვარიბობიში  მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია. განადგურებულია სახლები, მანქანები და სხვადასხვა დაწესებულებები.

,,ხალხს სახლებში კარდაკარ ეძებენ” – წერს ინტერნეტგამოცემა georgians.

,,ვარიბობში იწვის ყველაფერი, ჩემთან ახლოს… კვამლში ვართ გახვეული…” – ქართველი ემიგრანტი ქეთევან ჯიმშელეიშვილი.

საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი კი წერს, რომ ქართველი ემიგრანტები უსაფრთხოდ არიან:

,,ბევრი ჩვენი ქართველი მუშაობდა იქ. გამოიყვანეს, მაგრამ სახლები დაიწვა”, _ დაწერა ქალბატონმა მაიამ.

საქართველოს საელჩოს საბერძნეთში ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.

 resonancedaily.com

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share