ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო 18-წლამდელთა ტოპ-ნაკრებთა ჩელენჯერმა, რომელშიც მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ნაკრებებთან ერთად სერბეთის, გერმანიის, ხორვატიისა და ესპანეთის ნაკრებები მონაწილეობენ.
ქართველების პირველი მეტოქე ესპანეთი გახლდათ, რომელიც ბოლოს ჩატარებული 18-წლამდელთა A დივიზიონის გამარჯვებულია.
ესპანელებმა თავიდანვე ხელთ იგდეს უპირატესობა და ანგარიშს მეთოდურად ზრდიდნენ. ბოლო ათწუთეული ქართველებმა სულაც 2:18 წააგეს და საბოლოოდ შეხვედრა 42:74 დათმეს.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში სერბეთმა გერმანიას 91:78 სძლია. ხორვატებმა კი 108:77 გაანადგურეს ჩრდილოეთ მაკედონიელები, რომელთანაც ქართველები მომდევნო მატჩს გამართავენ.