“პატარა ბიჭი, დაგუგლე ერთი რა და ნუ გაგვეჭიმები…” – ვის მიმართავს ვახო სანაია?!

თუ კარგად მოიქცევით და ზრდილობას გამოიჩენთ, მომავალში შეიძლება, მთავრობის სხდომაზე დაგიშვათ, – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტის შეკითხვას – რატომ არ ეპატიჟება კრიტიკულ მედიას მთავრობის სხდომაზე

რიჟვაძის კომენტარი TV25 გაავრცელა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხს, ჟურნალისტი ვახო სანაია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება:

“პატარა ბიჭი, ასლანის ბიოგრაფია დაგუგლე ერთი რა. და ნუ გაგვეჭიმები. ტოლი ნახე – კოჭი გააგორე,” – მიმართავს სანაია რიჟვაძეს.

Home 1

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share