იუსტიციის სამინისტრო მობილური იუსტიციის სახლის პროექტის განხორციელებას იწყებს

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება საკუთარ სახლში მიიღონ იუსტიციის სახლის სერვისები.

“ვიწყებთ მობილური იუსტიციის სახლის პროექტის განხორციელებას. ჩვენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც არ იმყოფება იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებთან ახლოს, სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსებით თავად მივაკითხავთ და ადგილზე მოვემსახურებით. შესაბამისად, ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ, პრაქტიკულად, საკუთარ ეზოსთან მიიღოს ყველა ის სერვისი, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდათ გამგზავრება.

მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით მოსახლეობას მიეცემა საშუალება ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე, ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია,” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share