“ხომ არ იცით…” – ნახეთ, რას წერს ეკა კვესიტაძე ბერა ივანიშვილზე

თურქეთის სამხრეთით უკვე ერთი კვირაა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია და კურორტებზე ვრცელდება. ხანძრის ჩაქრობაში ავიაციაა ჩართული.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად თურქეთში 8 ადამიანია დაღუპული. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში ხანძრის 156 კერა გაჩნდა.

თურქეთის ხანძრის  თემაზე  ჟურნალისტი, ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“ხომ არ იცით, ბერა მარტო ამაზონიაზე დარდობს თუ მეზობელ თურქეთს დაეხმარება ?” – დაწერა კვესიტაძემ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თურქეთის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო, ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი გამოცემა „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ წერს, რომ ხანძარი მუღლას პროვინციაში, ბოდრუმის რიონის ოთხ დასახლებაში გავრცელდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, 28 დასახლებული რაიონიდან ევაკუირებულია 16 600-ზე მეტი ადამიანი.

ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად თურქეთში თვითმფრინავები და მეხანძრეები გაგზავნეს ესპანეთმა, ხორვატიამ, აზერბაიჯანმა, ირანმა, რუსეთმა და უკრაინამ.

Home 1

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share