აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს და მის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს კოტე ანანიაშვილს და მის მოადგილეს, ირაკლი ჭედიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც “გურიის მოამბემ” გაარკვია ჭედიშვილი მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ხოლო ანანიაშვილი სახლში მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

კოტე ანანიაშვილი

ირაკლი ჭედიშვილი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share