უკანონო მშენებლობები ბახმაროში – საკურორტო ზონაში ახალ- ახალი სახლები შესაბამისი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე შენდება. ზედამხევდელობის სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, უკანონო ნაგებობების დემონტაჟის მოთხოვნით ჩოხატაურის მერს არაერთხელ მიმართა, თუმცა ირაკლი კუჭავა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებას არ ახდენს.
პარალელურად, ტვ პირველმა მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ ბახმაროს ტერიტორიაზე სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება მაღალჩინოსნების ინტერესებს.
უნებართვო მშენებლობების გარდა, კურორტი, რომლის განვითარებისთვისაც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება, ამ დრომდე წყლის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე არც ინფრსტრუქტურაა განვითარებული.