ბელგია საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინას საჩუქრად გადასცემს

ბელგია საქართველოს ასტრაზენეკას ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ბელგია წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყოფას გეგმავს.

თავდაპირველად ბელგია უკრაინას 168 000 დოზას გაუგზავნის, შემდეგ ეტაპზე კი 225 600-ს – საქართველოს, სომხეთსა და კოსოვოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share