საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან ერთად, “ქართულმა ოცნება” რეგიონებში ფართომასშტაბიანი კონცერტებს მართავს.
გუშინ საღამოს შიდა ქართლის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გაიმართა კონცერტები, სადაც არანაირი რეგულაცია დაცული არ იყო.
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის და კოვიდაფეთქების ფონზე, რეგიონებში კონცერტების გამართვას წულუკიანის უწყება უზრუნველყოფს. ამ მიზეზით კი გორის მერი სრულ პასუხისმგებლობას იხსნის.
“ჩვენ არა ვართ ორგანიზატორები, ეგ უნდა მიიღოთ მხედველობაში. დარღვეული იყო რა, პირბადეები არ ეკეთათ? უნდა იყვეს დაცული ყველანაირი პირობა”,- ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი “მთავართან” სატელეფონო საუბარში.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ მთავრობა განაგრძობს ადამიანის სიცოცხლით თამაშს და შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს.
ცნობისთვის, 1 ღონისძიება გორში დღეს საღამოს კიდევ გაიმართება.