დღეს ოზურგეთს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია ეწვევა და ოზურგეთის მერობის კანდიდატად, საკუთარი პარტიიდან, გია ცეცხლაძეს წარადგენს.
ექს პრემიერი, მერობის კანდიდატის წარდგენამდე გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში პარტიის ახალგახსნილი ოფიისი პრეზენტაციას დაესწრება და გია ცეცხლაძესთან ერთად, ადგილობრივებს, მიმდინარე წლის შემოდგომისათვის დანიშნულ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარ გუნდს წარუდგენს.
პარტიის ოფისის პრეზენტაცია 14 საათზე დაიწყება;
პარტია “საქართველოსთვის, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისი ყოფილ რესტორან “გურჯი”ში, ქალაქი ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩა, ფუნქციონირებს.