პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ “ოცნება” ოპოზიციის “სწორ გზაზე” დაყენებას ცდილობს.
“ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, არასწორი საუბარია საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ”, – ამბობს კობახიძე.