გენო პეტრიაშვილი ნახევერფინალშია. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მერვედფინალში ეგვიპტელ სპორტსმენს მოუგო, მეოთხედფინალში ჩინელი მოჭიდავე ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება. ამასობაში მთავარი სენსაციაც დაფიქსირდა: გენო პეტრიაშვილის მთავარი კონკურენტი თურქი ტაჰა აკ-გული ამერიკელ სტევსონთან დამარცხდა და ოქროსთვის ბრძოლას ჩამოშორდა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ასპარეზობა დაიწო ავთანდილ კენჭაძემაც, თუმცა სპორტსმენი ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. კენჭაძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას რეპეშაჟში გააგრძელებს.
ნახევარფინალები დღეს თბილისის დროით 13:15 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.