ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში დარღვევა დაფიქსირდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში ქათმის ხორცის შემცველობა გამოვლინდა, რაც ეტიკეტზე  მითითებული არ იყო

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში ქათმის ხორცის შემცველობა გამოვლინდა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.

„მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“, სოსისი „ივერია ექსტრა“, „ააშიშხინე დელიკატესი“, შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “, სოსისი ივერია ,,ტკაცუნა”) გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share