გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ნახევარფინალში ქართველმა სპორტსმენმა ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.

მერვედფინალში ქართველმა სპორტსმენმა ეგვიპტელი დიაელდინ აბდელმოტალები, მეოთხედფინალში კი ჩინელი ჯივეი დენგი დაამარცხა.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share