ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ოზურგეთში.
სოფელ ბოხვაურის გადასახვევთან ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი და შსს-ს კუთვნილი ავტომანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, პოლიციის კუთვნილი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ადგილობრივის ეზოში შევარდა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი ‘გურიის მოამბეს“ უყვება, დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი. ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა პოლიციის პიკაპის მძღოლის დაუდევრობამ გამოიწვია, მიკროავტობუსის მძღოლი მას გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობაში ადანაშაულებდა.