“…პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი:

“სანამ დასავლეთი (მეტწილად ამერიკა) არ გააცნობიერებს, რომ ჩვენ აქ ივანიშვილს კი არა, ივანიშვილის სახით რუსეთს ვებრძვით, ჩვენი რესურსები მწირი და ამოწურვადია მის, ჩვენთან შედარებით, განუზომელ რესურსებთან და ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისათვის მისი მახინჯი “ფასეულობები” სრულიად მისაღებია, და ამ ბრძოლაში სწორ და ადეკვატურ პოზიციას არ დაიჭერენ, დამარცხებისთვის და პოლიტიკური რუკიდან გასაქრობად ვართ განწირული.

დასვენების თვეა მაინც და ორი რამ არ გამომაპაროთ. შარლ მიშელი რას უპასუხებს ჭიჭე ვაშაძის ახალგაზრდულს, ფრანგულად რომ მიმართეს და პუტინი რა პასუხს დაუბრუნებს პატრიოტთა ალიანსს.

გუშინ პარლამენტის წინ ზოდიაქოს სახინკლეში ისეთი რიგი იყო რომ პარლამენტში დარჩენილმა ნაცებმა ნაღდად ივლისის პრემია აიღეს.”

alia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share