ირაკლი კობახიძის “ჭრელო პეპელა”

კობახიძის ხანმოკლე მახსოვრობა და “ჭრელო პეპელა”.
პარტია “ქართული ოცნება” რომ ტყუილ დაპირებებს ორშაურიანივით არიგებს, არახალია და არაგასაკვირი.
იმას, რაზეც უკვე 8 წელია ხალხს აოცნებებენ-უფასო ფული, დასაქმება, სიღარიბის დაძლევა… ბოლო პერიოდში დიპლომატიური კორპუსის, ქვეყნის პარტნიორებისა თუ საქართველოს გულშემატკივრების გადაგდება მოჰყვა.
შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ,
ჯერ კიდევ 8 დღის წინ, მაგალითად ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ვადამდელ არჩევნებს 53%-ის აღების შემთხვევაშიც დანიშნავდა, თუმცა დღეს, სრული დამაჯერებლობით გვამცნო, რომ 2024 წლამდე არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.
ჰოდა, ჯერ კიდევ მომავალი ათი წელი აქვთ ქვეყანა დასალაგებელი, განვითარების ხანგრძლივი გეგმაც მოგვაჩეჩეს, მთავარია ჩვენ მანამ გვჯეროდეს, სანამ თავად არ ჩაგვძახებენ- ისევ მოგატყუეთ!!!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share