“რატომ ვერ ვახერხებთ ამ ხელისგულისხელა ქვეყნის მოვლას”?

ჩვენი სატკივარი ასე გადმოსცა ზურა შევარდნაძემ: “გუშინ პირველად მომიწია მეფრინა საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავით თბილისიდან ბათუმში და ბათუმიდან უკან თბილისში. თვითმფრინავი აფრენილი არაა დაშვებას, რომ იწყებს.. 35 წუთია საკმარისი, რომ გადაუფრინო მთელ საქართველოს.. ღმერთო რა პატარა, ციცქნა და მოქარგული ქვეყანა გვაჩუქე?! ჩემი გარდენიაც კი გულის ამაჩუყებლად პატარა წერტილივით ჩანს სიმაღლიდან. ბათუმში გვერდს ვერ აუქცევ ტურისტს, თევზის ბაზარში თევსზე მეტი მუშტარია.ქალაქის სასტუმროები და კაფეები გადაძეძგილია. მთელი დღე ჩემს თავს ვეკითხები და ვერ მიპოვნია პასუხები– რატომ ვერ ვახერხებთ ამ ხელისგულისხელა ქვეყნის მოვლას? რატომ არ გამოგვდის, რომ ჩვენთან ჩამოსულ სტუმარს ჩვენივე ქვეყნის ბაღებში და ბოსტნებში მოწეული ხილი და ბოსტნეული შევთავაზოთ? ჩვენი სოფლებიდან ჩამოტანილი მაწონი მივართვათ საუზმეზე და ქართული ჩაით ვუმასპინძლოთ? რატომ გვჭირდება უკრაინული კარაქი, ბრაზილიური, გაყინული ხორცი, თურქული პამიდორი და კარტოფილი? რატომ ვღებავთ ჩურჩხელას და ტყლაპს ყვითლად, წითლად და მწვანედაც კი? რატომ ვდებთ ხაჭაპურში ამერიკული სოიოს ფხვნილისგან დამზადებულ 5 ლარიან ყველს? ვერ მიპოვნია პასუხები და ეგებ თქვენ დამეხმაროთ. თვითმფრინავიდან გადაიხედავ და სამოთხეს ჰგავს ეს ჩემი ციცქნა ქვეყანა, სამწუხაროდ ცარიელ, დაუმუშავებელ, აუთვისებელ სამოთხეს.. მიკვირს, რომ გიკვირთ რატომ უნდა ამდენ უცხოელს ამ სამოთხეში დაბინავება, დასახლება, ფეხის მოკიდება. ცარიელ სამოთხეში, ხომ კარგია, ძალიან კარგი?!:(( ზურა შევარდნაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share