ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს

ხელისუფლების  კანდიდატი ოზურგეთის მერობის პოსტზე წინასარჩევნო  კამპანიას არაოფიციალურად ხვალიდან დაიწყებს.

ამის შესახებ, გავრცელებული ინფორმაცია “გურიის მოამბეს” “ქართული ოცნება”-ში  დაუდასტურეს.

როგორც გვითხრეს ავთანდილ თალაკვაძე  ხვალ მმართველი პარტიის ოზურგეთის ოფისში სამუშაო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრა  დახურული იქნება და მედია არ დაიშვება.

“ოცნებიდან” მოწოდებული ინფორმაციით, ოფიციალურად  ავთანდილ თალაკვაძეს, სექტემბრის დასაწყისში წარადგენენ.

ასევე, გავრცელებული თუმცა დაუდასწურებელი ინფორმაციით, ავთანდილ თალაკვაძის შტაბს მისი ძმა, პარლამენტის თვამჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე,  გურიის გუბერნატორობის კანდიდატთან, ბეგლარ სიორიძესთან ერთად უხელმძღვანელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share