“ქართული ოცნებიდან” ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთის ვიცე მერის პოსტს, მმართველი პარტიის აქტივისტი, მარი ჩხიკვიშვილი დაიკავებს, ხოლო მერის მოადგილე ოზურგეთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, ლელა საჯაია გახდება.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა, კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
რამდენიმე დღის წინ. ჩვენთვის. სხვა წყაროდან ცნობილი გახდა, რომ, იგივე თალაკვაძის გამარჯვების შემთხვევაში, გურიის გუბერნატორი – ოზურგეთის ყოფილი მერი – ბეგლარ სიორიძე გახდება.
აღსანიშნავია, რომ მარი ჩხიკვიშვილი “ოცნებიდან” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატია დვაბზე-ქვედაბახვი-ბახვი-მშვიდობაურის მაორიტარულ ოლქში, ხოლო ლელა საჯაია ქალაქ ოზურგეთის-ზვანის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.
ერთსაც და მეორესაც ძლიერი კონკურენტები ყავს და მათი გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
საჯაიას კონკურენტი გახარიას პარტიიდან, ზვანში ერთერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული ოჯახის წარმომადგენელი გიორგი სირაძე იქნება, ხოლო ჩხიკვიშვილს სხვა უამრავ კვალიფიციურ კონკურენტთან ერთად, ყოფილი (ორგზის) გამგებლის – გოჩა შარაშენიძის ბარიერის გადალახვა მოუწევს, რომელიც კენჭს დიდი ალბათობით “ნაციონალებიდან” იყრის.