“მამაჩემს წერილზე ხელი არ მოუწერია…” – ზაურ კალანდიას შვილი

მწერალთა ეროვნული აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეიმჯნება კიდევ ერთი მწერალი. როგორც ზაურ კალანდიას შვილმა, სალომე კალანდიამ Facebook-ზე დაწერა, მამამისს ამ წერილზე ხელი არ მოუწერია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ბოროტად ისარგებლეს.

მამაჩემს, ზაურ კალანდიას, მწერალთა აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ წერილზე ხელი არ მოუწერია. მეტიც, მან წერილის ტექსტი მხოლოდ გამოქვეყნების შემდეგ წაიკითხა. ძალიან ვწუხვარ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ბოროტად ისარგებლეს. ვწუხვარ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შეუძლიათ ილაპარაკონ სხვის ნაცვლად და ლაფში ამოსვარონ ჩვენი ოჯახი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, – წერს სალომე კალანდია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share