ივანიშვილი, ეგზოტიკური ტიპი იყო, უუნარო ვეძახეთ და ეხლაც ისეთი კომიკური ტიპები არიან რომ სერიოზულადაც ვერ ვუყურებთ. ოცნება, გვაოგნებს ვერ ვიჯერებ, რომ ნამდვილები არიან – ამბობს ტვ “პირველთან” ნინო ჯანგირაშვილი, რომელიც” ოცნების” თამაშებს, სიცოცხლისთვის საშიშ თამაშად აფასებს:
” ივანიშვილი ხომ კომიკური იყო მინიმუმ, ეგზოტიკური ტიპი და რაღაცა ვერ წარმოგვედგინა ამ ტიპმა ან დიქტატურა ან ტოტალიტარიზმი ან ავტორიტარიზმი როგორ უნდა დაამყაროსო…
უუნარო ვეძახეთ…
აი ეხლაც ისეთი კომიკური ტიპები არიან კობახიძე, ღარიბაშვილი, წულუკიანი, სერიოზულადაც ვერ ვუყურებთ რომ განგაში ავტეხოთ.
ამასაც ვერ ვაკეთებთ.
“ოცნება” გვაოგნებს თავისი უტიფრობით და ვერ იჯერებ რომ ნამდვილია.
აი, ეს არი გადღაბნილი ბოროტება. სერიოზულადაც ვერ ვუყურებთ და აქ ვართ გაჭედილები და ამ დროს, არსით რომ დავუკვირდეთ იმ სისტემას, სადაც ვცხოვრობთ, აბსოლუტური ტოტალიტარიზმია. გვიკანონებენ იმას, რაც ღარიბაშვილმა გვითხრა, რომ ვინც არ მოგწონთ-მიდით ცემეთო. გვიკანონებენ იმას, რო ეს ხალხი არ უნდა დაისაჯოს.
გვიკანონებენ იმას, რომ მედია არის მთავარი მტერი.
მე მგონი მოვიდა დრო, რომ ცოტა სერიოზულად აღვიქვათ ეს ყველაფერი და მოვრჩეთ და მივიღოთ სერიოზული გადაწყვეტილება.
ერთი საკითხია, როცა არიან აბსოლუტურად უიდეო ხელისუფლება..
არაფერი კონცეფცია, რაღაც იდეა – გეგმა, რითიც შეიძლება ადამიანები აანთო, გვერდზე დაიყენო, სტიმული მისცე, არაფერი არა აქვთ.
სულ ვამბობ, რომ ის მიშა სიგიჟეებს ამბობდა, მაგრამ რაღაც იდეებს აფრქვევდა. სიცოხლისთვის, ქვეყნისთვის საშიშია უკვე ამათი თამაშები”-აცხადებებს ჯანგირაშვილი.