ექსკლუზივი – “ნაციონალური მოძრაობა” ოზურგეთის მერობის პოსტზე ირაკლი ღლონტის კანდიდატურას განიხილავს

როგორც “გურიის მოამბისთვის” გახდა ცნობილი, “ნაციონალური მოძრაობა” და გაერთიანებული ოპოზიცია, ოზურგეთის მერობის პოსტზე პარტია “ღეფორმატორების” ლიდერის, ირაკლი ღლონტის კანდიდატურას განიხილავს.

ეს ინფორმაცია ადგილზე მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის მკვიდრი, ირაკლი ღლონტი გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას გაერთიანებული ოპოზიციის გურიის მაჟორიტარი კანდიდატის, მანუჩარ კვირკველიას შტაბს ხელმძღვანელობდა.

ასევე ცნობილი ხდება რომ ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატთა პარტიული სიის სათავეში მოქმედი დეპუტატები – დავით მჟავანაძე, ბესო ქათამაძე, თორნიკე გოგუაძე და შალკვა თავდიშვილი იქნებიან.

თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობას” ე.წ. “გამსვლელ სიაში” რამდენიმე ახალი ცნობადი სახე ეყოლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share