მაიკ პომპეო 17 ნოემბერს საქართველოში ჩამოდის

17-18 ნოემბერს საქართველოს საქმიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს.

საქართველოში აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და ქვეყნების მზაობას გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მიზნით. ვიზიტისას კიდევ ერთხელ დადასტურდება ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 80
    ოპოზიციამ მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელააშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვისა და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა, - აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. ამ განცხადების თანახმად, პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში…
    Tags: და, სახელმწიფო, მაიკ, საქართველოში, საქართველოს
  • 78
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 74
    პარტიები პომპეოს: აშშ-მ საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა განათავსოსოპოზიციური პარტიები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსადმი მიმართვას ავრცელებენ. გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად: "აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს…
    Tags: და, სახელმწიფო, საქართველოში, საქართველოს
  • 73
    სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს უკეთესი მომავალი საქართველოს შემადგენლობაში ექნებათ- აშშ-ის ელჩი ეუთოშისამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და იმ მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა. ეს განცხადება ეუთოში აშშ-ის ელჩმა, ჯეიმს სტიუარტ გილმორმა საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდმარეების მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. ეუთოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადების საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს. “2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო…
    Tags: და, საქართველოს