“ლიბერთი” ბანკი შესაძლოა თანამშრომლების გარეშე დარჩეს.
ბანკი, რომელიც წლებია პენსიონერების ყვლეფის ხარჯზე ყოველწლიურად მილიონობით მოგებას ითვლის, ოპერატორებს დაბალი ხელფასების გამო ვერ ინარჩუნებს: “ლიბერთი” ექსპრესის ორი ოპერატორი უკვე გაიქცა ფაქტობრივად. თვეში 280 ლარია ხელფასი. ეს რაში უნდა ეყოს ადამიანს? გზის ფულში, ჭამაში, თუ რა უნდა ქნან? ერთი მანქანა გაჩერებულია უკვე იმის გამო, რომ ოპერატორები არ ჰყავთ. ასეთი სიტუაციაა ოფისშიც. 368 ლარს უხდიან თანამშრომლებს. ეს ის ბანკია, რომელიც მილიონობით მოგებას ნახულობს და არჩევნებში ასევე ასი ათასობით ლარს ხარჯავს”-უყვება გურიის მოამბეს ერთ ერთი თანამშრომელი, რომლის თქმით, 16 აგვისტოს ბანკის ადმინისტრაცია გეგმავს თანამშრომლებთან შეხვედრას, თუმცა მისივე განცხადებით, ხელფასების მატებაზე ისინი ჯერ არანაირ დაპირებებს არ იძლევიან:”ხელფასების მომატება არ ახსენოთო, ეს რომ უთხრეს ოპერატორებს, ვიცი. ვნახოთ 16-ში რას იტყვიან” – გვეუბნება წყარო.
ცნობისთვის, “ლიბერთი” ბანკი მხოლოდ პენსიონერების ხარჯზე, წლიურად მილიონობით თანხას ითვლიდა მოგების სახით. ამას კი კატასტროფულად მაღალ ჯერ 46, ახლა ლი 34 პროცენტში გაცემული საპენსიო სესხები განაპირობებდა.