„რატომ “ფაიზერი”?! ჩემმა მეუღლემ „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. ახლა გვინდა, რომ სახლში ერთგვარი შეჯიბრი გავაკეთოთ, რომელს უფრო ძლიერი იმუნიტეტი ექნება. ყველა ოჯახის წევრი, მშობლები აცრილი მყავს. კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვეუბნები, რომ აცრა აბსოლუტურად უსაფრთხოა! ყოველგვარი ის ჭორები და ტყუილები, რაც სხვადასხვა საშუალებით ვრცელდება სიცრუე, უსაფუძვლოა. ჩვენ მეცნიერებს უნდა დავუჯეროთ! მთელი მსოფლიოს მოსახლეობა აღნიშნული ვაქცინებით იცრება, აცრა გვიცავს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.