“უპირველესი რჩება არა ეკონომიკა, არამედ სიცოცხლის გადარჩენა”

„არ არის რეკომენდაციები რეკომენდაციებად. ეს არის ძალიან რთული ბრძოლა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიჭირს და მე მზად ვარ დავიკავო ჩვენი გმირი ექიმების გვერდით ადგილი, ჩავიცვა ისევ თეთრი ხალათი და მათთან ერთად დავდგე ამ ურთულეს ბრძოლაში. ძალიან მინდა ვთხოვო საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველსა და არაქართველს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად ცხოვრობს, აუცილებელია, რომ დაცული იყოს ყველა რეგულაცია და მე ძალიან კარგად ვიაზარებ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა, მაგრამ მაშინ როდესაც ჩვენ სიკვდილის და სიცოცხლის ბრძოლაში ვიმყოფებით, ალბათ დამერწმუნებით, რომ უპირველესი რჩება არა ეკონომიკა არამედ მთავარია თითოეული ჩვენს გვერდში მდგომი ადამიანის, მეზობლის, ჩვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის გადარჩენა. ყველას გთხოვთ იგრძენით ის მაღალი მორალური პასუხისმგებლობა, რომელითაც შეგვიძლია დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია. ძალიან დიდი ბოდიში მინდა გადაგიხადოთ, შეიძლება ვიყავი ზედმეტად ემოციური, რაც მე არ მახასიათებს და ყველა აკვირდებით, რომ წელიწად-ნახევარია ჩემი მსგავსი აღელვება საზოგადოებას არ უნახავს, მაგრამ მართლა კრიტიკულ ზღვარზე ვდგავართ, როდესაც შეიძლება მე ვერ გავცე ჩვენს რომელიმე მოქალაქეს პასუხი თუ რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე და ჩემთვის ეს იქნება ძალიან რთული.

დარწმუნებული ვარ რომ საზოგადოება და ქართველი ხალხი ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს, კვლავ გაერთიანდება და ჩვენ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ რთულ გამოწვევას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share