“გაიძვერა ელიტას ძალიან მაგრად ეკიდათ ღირებულებებიც და სახელმწიფოც”

-სულელი და ჭკვიანი ყველა ერში დაახლოებით ერთნაირი თანაფარდობითაა და რატომ არის ზოგი ერი წარმატებული და ზოგი არა? – ვკითხე ხულიოს. კოლუმბიელი ერთხანს ფიქრობდა. -ზოგი ერის ჭკვიანი მართლა ჭკვიანია, ზოგის კი უბრალოდ საკუთარი ერის სულელებზე აღმატებულია მხოლოდ და ეგ არ არის საკმარისი ეტყობა – ამოთქვა ბოლოს. -მოიცა, აი კოლუმბიელების და თუნდაც გვატემალელების ჭკვიანები ამერიკელების ჭკვიანებზე ნაკლებად ჭკვიანები არიან? -კი ბატონო – დამიქნია თავი. -ამერიკელების ელიტამ სახელმწიფო დააფუძნა მწყობრად ჩამოყალიბებულ ღირებულებებზე და მერე კონსტიტუცია, ანუ პოლიტიკური ბიბლია სისხლით დაიცვა. ენდემური სულელები უბრალოდ ცხვრებივით მიჰყვებიან ამ ბიბლიას და არსად არ იჩეხებიან. ლათინური ამერიკის ესპანეთიდან გადმოსულ დამპყრობლებს და ადგილობრივ გაიძვერა ელიტას ძალიან მაგრად ეკიდათ ღირებულებებიც და სახელმწიფოც. მათი ერთადერთი მიზანი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება იყო. ამიტომ სახელმწიფოს იდეა ვერ ჩამოაყალიბეს. არ სჭირდებოდათ მათ სახელმწიფო არაფრად. ამიტომ ვერც ვერასოდეს შედგებიან მწყობრ პოლიტიკურ სტრუქტურებად-. -ესეიგი, კოლუმბია იმიტომ ვერ შედგა სახელმწიფოდ, რომ ელიტა ჰყავს ბანძი და არა სულელები ბლომად?- -მასეა- ამოიოხრა ხულიომ და სიგარილოს მოუკიდა. -თქვენთან როგორაა საქმე?- მომიბრუნდა მერე. -ჩვენთან?… – ჩავფიქრდი …

ზურაბ გურული, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share