ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირიას აზრით- “ყველა უბედურებებს შორის, რაც ბორია ივანაშვილმა და მისმა გაუმაძღარმა ბანდამ ქვეყანას დამართა, ერთ-ერთი უშასინელესი არის ქვეყნის დაყოფა და ორ ურთიერთ მოძულე მტრად გადაქცევა.”
“ყველა უბედურებებს შორის, რაც ბორია ივანაშვილმა და მისმა გაუმაძღარმა ბანდამ ქვეყანას დამართა, ერთერთი უშასინელესი არის ქვეყნის დაყოფა და ორ ურთიერთ მოძულე მტრად გადაქცევა.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქართველების ასეთ სიძულვილს არა საერთო მტრის, რუსეთის, არამედ ერთმანეთის მიმართ. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველი ქალები, თვითონ დედები ან მომავალი დედები დაწერდნენ:
– – რა კარგია, რომ დაიხოცებიან (ცივი წყლის ჭავლის შედეგად);
– ნაციონალები უნდა განადგურდნენ;
– გმირი პოლიციელი ის იქნება, ვინც მელიას ტყვიით შუბლს გაუხვრეტს;
– ეგენი ყველა უნდა დახვრიტონ.
აღარაფერს ვამბობ პოლიციელების სისასტიკეზე და მათ სიტყვებზე – საკმარისად არ დაგთხარეთ თვალები.
ვინ არის ეს ხალხი? ვინ გაზარდა? ვინ იყვნენ მათი მშობლები, მათი მასწავლებლები?
თავზარდაცემული, შეძრწუნებული გაოგნებული ვარ! მხოლოდ იმიტომ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომ ეს სიძულვილი თანდათანობით მაინც შენელდეს და ნორმალურ ურთიერთობად შეიცვალოს.
თუმცა ისიც არ ვიცი, შეიძლება ამის შეცვლა, თუ ეს ისეა გამჯდარი სისხლსა და ხორცში, რომ ამას უკვე აღარაფერი ეშველება.
ჩვენ უკვე რამდენიმე ათეული წელია რუსეთის ინტენსიური პროპაგანდის სამიზნე ვართ. ზოგჯერ ჩემი ხალხი წარმომიდგენია როგორც კრემლის ლაბარატორიის რაღაც არსება, რომელზეც კრემლი უსასტიკეს და უბოროტეს ექსპერიმენტებს ატარებს მის სრულ გადასაგვარებლად. ვშიშობ, მალე მიზანს მიაღწევენ, თუ მათი ერთგული მსახურები საქართველოში ბატონობას განაგრძობენ.”- წერას სოციალურ ქსელში კიზირია.