ფოტო: TASS
ადამიანის საქმიანობა დედამიწის კლიმატს უპრეცედენტო ტემპით ცვლის. ამის შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC) ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, ტემპერატურა, სავარაუდოდ, 1.5°C-ზე მეტით მოიმატებს.
მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ათწლეულში სათბურის აირების მხოლოდ სწრაფ და მკვეთრ შემცირებას შეუძლია კლიმატის ასეთი რღვევის თავიდან აცილება.
„ეს ანგარიში კაცობრიობისთვის წითელი კოდია. განგაშის ზარები გამაყრუებელია, ხოლო მტკიცებულება უდავოა: სათბურის აირების გამოყოფა წიაღისეული საწვავის წვისა და ტყეების გაჩეხვის შედეგად ხუთავს ჩვენს პლანეტას და მილიარდობით ადამიანს უშუალო რისკის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა მთავრობებს, ინვესტორებსა და ბიზნესს მოუწოდა, მთელი ძალისხმევა ნახშირბადის დაბალი შემცველობის მომავლის შექმნისთვის გამოიყენონ.
„ეს ანგარიში ნახშირისა და წიაღისეული საწვავის სამგლოვიარო ზარი უნდა გახდეს, ვიდრე ისინი ჩვენს პლანეტას არ გაანადგურებენ“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.