პრემიერმინისტრი ხელფასების ზრდას აანონსებს და სინამდვილეში წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების მოსყიდვას ცდილობს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ რეგიონების მერებს, რომლებსაც 2 ათს ლარამდე ხელფასი აქვთ და სხვა საჯარო მოსამსახურეებს, ანაზღაურებას გაუორმაგებს.
ის, რომ ხელფასების ზრდა ქართული ოცნების ლიდერს სწორედ ადგილობრივი არჩევნების წინ გაახსენდა პირდაპირი ნიშანია წინასაარჩევნო თაღლითობის, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ მთავრობის მეთაური უბრალოდ ტყუის, როდესაც მერების რამდენიმეათასიანი ხელფასის სიმცირეზე ლაპარაკობს.
მერების ხელფასები კი სინამდვილეში ასე გამოიყურება:
- შოთა ნარეკლიშვილი – თელავის მუნიციპალიტეტის მერი – 3100 ლარი
- ირაკლი ტაბაღუა – ქალაქ რუსთავის მერი 3618 ლარი
- ვალენტინა ნავერიანი – ბოლნისის მერის მოადგილე – 2934 ლარი
- ზაურ ტაბატაძე – მარნეულის მერობის მოვალეობის შემსრულებელი – 3058 ლარი
- მირიან ქათამაძე – ქობულეთის მერი – 2814 ლარი
- არჩილ ჩიქოვანი – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი -3528 ლარი
- გაიოზ ვასაძე – საბურთალოს გამგებელი – 4312 ლარი