არჩილ თალაკვაძე-ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია შეიჭრა საარჩევნო ოფისში

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გასულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც ოზურგეთში „ქართული ოცნების“ შტაბის შესახებ გავრცელდა:
 „ტვ პირველი – ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზია შეიჭრა საარჩევნო ოფისში უნებართვოდ, მორიგი ფეიკ-ნიუსის გასაკეთებლად. ეს არის ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევა და პოლიტიკური დავალებების შესრულება არჩევნებამდე 2 თვით ადრე“,- განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანიის მტკიცებით, ჟურნალისტმა ოზურგეთში, “ქართული ოცნების” შტაბში ფულის გადაცემის კადრი დააფიქსირა.
საარჩევნო შტაბის განმარტებით, შტაბის წევრს თანხა წყლის და საკვების საყიდლად მისცეს და ამისგან სენსაციის შექმნა არჩევნებამდე 2 თვით ადრე დეზინფორმაცია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share