გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა პაატა ლომთაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი კარიერა მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს შეეწირა.
როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი, ლომთაძე სამსახურიდან არჩილ თალაკვაძის მითითებით დაითხოვეს.
მიზეზი მისი სოსო გოგაშვილთან, სუსის ყოფილ მაღალჩინოსანთან ახლო ურთიერთობა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოგაშვილი თალაკვაძესთან დაპირისპირებულია, თავის მხრივ თალაკვაძე მოახლოებულ არჩევნებში საკუთარი ძმის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც ოზურგეთის მერობის პოსტზე სახელისუფლებო კანდიდატია.
წინასწარი კვლევებით ავთანდილ თალაკვაძეს, არჩევნებში გამარჯვების მიზერული შანსები აქვს და მისი ძმაც ძირითად აქცენტს ცენტრალური მთავრობის დაქვემდებარების ქვეშ არსებულ სტრუქტურებზე ამყარებს.