აიაქსს კვარაცხელია და ერიქსენი სურს

ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასადმი ნიდერლანდური აიაქსის დაინტერესებაზე ისევ იწერება. თუმცა, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერია.

გავრცელებული ხმებით, აიაქსმა კვარაცხელიას შესახებ რუბინს ერთხელ უკვე მიმართა, მაგრამ ყაზანურ კლუბს შეთავაზებული 15 მილიონი ევრო ეცოტავა. ნიდერლანდული გრანდი ქართველ ფეხბურთელს მას შემდეგ დაუბრუნდა, რაც რენის განელი შემტევი კამალდინ სულემანიც ვერ გადაიბირა.

იმავე წყაროს ცნობით, აიაქსი დანიელი ფეხბურთელ, კრისტიან ერიქსენსაც ელაპარაკება. გეხსომებათ, ერიქსენმა ივლისში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში მოედანზე გონება დაკარგა. ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. იყო საუბარი ერიქსენის კარიერის დასრულებაზეც.

თუმცა, როგორც ნიდერლანდელები წერენ, აიაქსის სამედიცინო შტაბმა მისი ჯანმრთელობა გამოიკვლია და სათამაშოდ მწვანე შუქი აუნთო.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share