საქველმოქმედი ასოციაცია ,,გურიას“ ბენეფიციარები მონიკა ახვლედიანი და თამუნა ლურსმანაშვილი შშმ პირთა სიმღერის, ცეკვის და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ ,,ივერია-ბრილიანტის“ ფინალისტები არიან.
,,ივერია ბრილიანტს“ 24- ი ფინალისტი ყავს, ფესტივალში, შვიდი ქვეყნის 33 მონაწილე იღებდა მონაწილეობას, საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიას“ ბენეფიციარები სხვა ფინალისტებთან ერთად ეცდებიან გამარჯვება მოიპოვონ. ფესტივალის ფინალური გალა კონცერტი საქართველოში, თბილისში, 2020 წლის 3 დეკემბერს ჩატარდება.
ფესტივალის დამფუძნებლის ნუგზარ ჭიაბერაშვილის განცხადებით: ქართველი მონაწილეები სცენაზე ცოცხალი შესრულებით იმღერებენ, ხოლო უცხოელთა სიმღერას მსმენელი ისევ ვიდეო ჩანაწერით მოისმენს.
,,თუ კორონა ვირუსის ბლოკირება მოხდება და საზღვრები გაიხსნება, უცხოელ სტუმრებსაც ვუმასპინძლებთ. მაღალი შეზღუდვების გამო, შესაძლოა, მხოლოდ ონლაინ დაჯილდოება მოხდეს და შემდეგ, როდესაც აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება, მონაწილეები სიგელებს პორადად მიიღებენ. ფესტივალი ლაივით წარიმართება, სოციალური ქსელის – ფეისბუქის საშუალებით, შესაბამისად, ყველა მონაწილე ქვეყანას ექნება საშუალება უყუროს დაჯილდოებას და გაიზიაროს გამარჯვებულთა ემოციები.“
ჟიურის შემადგენლობა ძალზედ საინტერესოა და მრავალი სფეროს ადამიანს მოიცავს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელოვანები სჭარბობენ: დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, ციური მჭედლიძე, დუტა სხირტლაზე, ირაკლი ტაბაღუა, გიორგი წერეთელი, იურეკ ტურეკი, ლუცია ტერბენი, დიმიტრი შვეცი, ქეთი ლინჩიკი, არმენ ალავერდიანი, აიდოღალ თოფალი და ფესტივალის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
მონაწილეებმა 2020 წლის 13 ნოემბრამდე ორი ვიდეო ჩანაწერი უნდა წარადგინონ. ეს შეიძლება იყოს აკაპელა, დუეტი, მშობლიური ან უცხოური სიმღერა. არჩევანი თავისუფალია! ქართველ მონაწილეთაგან პირველი სამ-სამი ადგილი (პირველი, მეორე, და ორი მესამე, სულ რვა ადგილოსანი) და ჟიურის ფავორიტები, 2021 წელს გაემგზავრებიან „ივერია – ბრილიანტის“ მსგავს ფესტივალებზე უკრაინაში, პოლონეთში და რუმინეთში. უცხოელი გამარჯვებულები კი 2021 წლის საქართველოს ზამთრის საკურორტო ქალაქში დაისვენებენ.