დავით ჭიჭინაძე – ვის ხარჯზე უზრდის ღარიბაშვილი მერებს და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ჩინოვნიკებს ხელფასებს?!

ვის ხარჯზე უზრდის ღარიბაშვილი მერებს და სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ჩინოვნიკებს ხელფასებს?! გამოდის ისევ რიგითი გადამხდელების ხარჯზე, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი ეკონომიკური რეალობით ქვეყანა დიდხანს ვეღარ გაძლებს.

„თვეების მანძილზე სახლში გამოკეტილ ადამიანებს, რიგით გადამხდელებს უნდა წაართვან უფრო მეტი, რადგან დღეს ბიუჯეტის შევსების სხვა რესურსი უბრალოდ არ არსებობს! სახელმწიფო მონოპოლიები გაკოტრების პირასაა, “ოცნების” ჩინოვნიკები კი მხოლოდ საკუთარ სკამებზე, შემოსავლის გაზრდაზე და ძალაუფლებაზე ზრუნავენ ახლაც პრაქტიკულად იგივეს გვეუბნებიან – ყველაფერს გაგიყიდით და ჩვენ შევჭამთ, თქვენ კი მოითმინეთო. მოკლედ, თუ ამ ყველაფერს ვეგუებით, უნდა ვაცალოთ კიდევ ოთხი წელი ხელისუფლებაში, თუ არა და უნდა ვიბრძოლოთ. რადგან ქვეყანა ამ რეალობაში, იმ სიტუაციაში, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება, უბრალოდ ვეღარ გაძლებს. ამიტომ არის აუცილებელი ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share