ოზურგეთში “მედალფას” კლინიკაში 62 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ დაუდასტურა.
“62 წლის ქალბატონია გარდაცვლილი “მედალფას” კლინიკაში. დამატებითი დეტალები არ ვიცი.”- გვითხრა ქუტიძემ.
ჩვენ, ვცდილობთ დამატებითი დეტალების გარკვევს და მოგაწვდით მიღებისთანავე.