გამოცემის თანახმად, 2 აგვისტოს მდგომარეობით აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ 164 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ორივე დოზით აცრილი. მათგან, 0.001%-ზე ნაკლები ანუ 1 507 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, ხოლო 0.005%-ზე ნაკლების ანუ 7 101 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.
გართულებული შემთხვევების 74%-ში პაციენტთა ასაკი 65 წელს აღემატებოდა. 1 500 დაღუპულიდან კი ყოველი მეხუთეს გარდაცვალების მიზეზი სხვა ფაქტორი იყო და არა – ვირუსი, მიუხედავად დაინფიცირებისა.