სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციაზე დახმარებას სთავაზობს

საქართველოში არსებული უმძიმესი კოვიდვითარების გამო, სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ვაქცინაციის რეგისტრაციაზე დახმარებას სთავაზობს

“საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ დამოუკიდებლად ვაქცინებზე დარეგისტრირებას ჩვენი აპარატის თანამშრომლები მზად არიან აღნიშნულში დაგეხმაროთ!

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად!”,- წერია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share